სამხედრო

ღარიბაშვილი: სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის უწყვეტი წყაროა

თანამშრომლობა ჩვენს
მთავარ სტრატეგიულ
პარტნიორთან ამერიკის
შეერთებულ შტატებთან
არასოდეს ყოფილა ასეთ
მაღალ ნიშნულზე
1609317059
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემა „არენაში" ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი ადამიანების პროვოკაცია უწოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ვიყავით აბსოლუტურად კონსტრუქციულები, ვიყავით მზად ყველა ჯანსაღი აზრის განხილვისთვის და შემდეგ ჩვენ ვნახეთ რა მოხდა, როცა პირდაპირ მასირებული შეტევა განახორციელეს ამერიკის ელჩსა და ამერიკაზე.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტელეკომპანიის დირექტორი, ბატონი ლალიაშვილი, რომ გამოსულიყო და მსგავსი ეპითეტებით შეემკო ამერიკის ელჩი ან ამერიკის მთავრობა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორედ დაარბევდნენ თქვენს ტელევიზიას ეს დესტრუქციული ძალები.

მათი მცდელობა, რომ მომხდარიყო ჩვენი იზოლაციაში გადაყვანა და თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ზეწოლა ჩვენზე, რატომ უნდა ყოფილიყო ეს ზეწოლა? მით უმეტეს ჩვენ მზად ვიყავით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი შეგვემოწმებინა, ჩვენ ვიხილეთ, რომ მთელმა მსოფლიომ მოგვილოცა წარმატებული არჩევნები, აღიარა და დღემდე ოპოზიციას მოუწოდებს ყველა, რომ შევიდნენ პარლამენტში.

„ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერიას პარტია არის ერთი ორგანიზმი, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. მათ უბრალოდ ფრონტი ჰქონდათ გაშლილი და ერთი ორგანიზმია ორი ბოროტი თავით. ეს არის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ადამიანების მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია, რომელიც არ განხორციელდა.

რეალურად სააკაშვილს სჯეროდა, რომ მას ჰქონდა ბოლო შანსი, ისინი უკვე აშინებდნენ ჩვენს მოსახლეობას წინსწრებად, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვიდა. ერთი რამ რაშიც ჩვენ გვაქვს საერთო ეროვნული თანხმობა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.