სამხედრო

ღარიბაშვილი: უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორი“ უწყვეტად ტარდება

თავდაცვის მინისტრი
15:11 07.09
დაკოპირებულია

„მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება.

მან მადლობა გადაუხადა სამხედრო სწავლებაში მონაწილე 2700-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც, გლობალური პანდემიის მიუხედავად, სწავლების მთავარმა გზავნილმა - „ძალა პარტნიორობაშია“ გააერთიანა.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, აშშ-ის ევროპულ სარდლობას და სწავლებაში მონაწილე საქართველოს, ამერიკის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება ყველა, 3...
9 წუთის წინ
საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებულ...
10 წუთის წინ
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი...
11 წუთის წინ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს...
19 წუთის წინ
ბაღები და უნივერსიტეტები 12 ოქტომბრიდან ბაღებში, 19 ოქტომბრიდან უნივერ...
12 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებას განაახლებენ. ამ...
22 წუთის წინ
47 წუთის წინ
ადვოკატი: ნაფიც მსაჯულებზე ალბათ უარს ვი...
დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალ...
51 წუთის წინ
იოსებ ხახალეიშვილი: ერთად ვაქცევთ ქუთაის...
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხ...
52 წუთის წინ
აზერბაიჯანული მხარე - სომეხი სამხედროები...
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომეხი სამხედროები მშვიდობიან აზერბაიჯანულ მოს...