სამხედრო

„ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალური გახსნისთვის ემზადება

თავდაცვის სამინისტრო
09:07 07.09
დაკოპირებულია

ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალური გახსნისთვის ემზადება. ბოლო დეტალები სწავლების ხელმძღვანელმა და მონაწილე პირადმა შემადგენლობამ გენერალურ რეპეტიციაზე საბოლოოდ შეაჯერა და დააზუსტა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების ოფიციალური გახსნისთვის საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად უკვე ჩამოვიდა მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა, ხოლო საზღვაო გზით ფოთის პორტში ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი „Ocean Freedom“ აშშ-დან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით შემოვიდა. სამხედრო ტექნიკის კონვოი რომელზეც პარტნიორობის ნიშნად სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელწმიფო დროშები იყო დამაგრებული, სწავლების თეატრის - ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა.

„ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობს, ოფიციალურად 7 სექტემბერს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე იხსნება და 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. წელს მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველო ნატოს წევრ 4 ქვეყანასთან ერთად - აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი იღებს მონაწილეობას. სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
36 წუთის წინ
საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს სა...
30 წუთის წინ
სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია, ამის შესახებ სომხეთის საგარეო...
36 წუთის წინ
არაღიარებული მთიანი ყარაბახის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის...
57 წუთის წინ
მარნეულში შაუმიანი-ხიხანის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპა...
13:17
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაიდენი - რუსეთმა სომხეთისთვის და აზერბაიჯანი...
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯო ბაიდენმა რუსეთს სომხეთისთვის და აზერბაიჯ...
სპს ალექსანდრე კობაიძეს უჩივის
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომ...
აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლე...
აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან ჩასული დაქირავ...
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირვ...
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომებ...