სამხედრო

„ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა

ღირსეული პარტნიორობა
16:53 12.09
დაკოპირებულია

მრავალეროვანი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მიერ ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამედიცინო ქვედანაყოფებმა სამედიცინო სწავლება ორ ფაზად ვაზიანის მე-5 და მე-11 პოლიგონებზე ჩაატარეს. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც.

სცენარის მიხედვით, საინჟინრო კონვოის გადაადგილების დროს აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ქართულ-ამერიკულმა სამედიცინო საევაკუაციო ჯგუფებმა დაშავებულებს დაუყონებლივ აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და ამერიკული საევაკუაციო ვერტმფრენით „შავი ქორი“ მე-11 პოლიგონზე გაშლილ საველე ჰოსპიტალში ROL2 გადაიყვანეს.

საველე ჰოსპიტალში ურგენტულ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული სამხედროები ქირურგიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბლოკებში განათავსეს, სადაც სამხედრო ექიმებმა მათ პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინეს და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასტაბილურეს.

„ღირსეულ პარტნიორს“ საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს და ის მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
16 წუთის წინ
არაღიარებული მთიანი ყარაბახის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის...
37 წუთის წინ
მარნეულში შაუმიანი-ხიხანის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპა...
44 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯო ბაიდენმა რუსეთს სომხეთისთვის და აზერბაიჯ...
47 წუთის წინ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დებატებში, სადაც „ქართული ოცნება“ არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას...
12:52
NCDC-ის ხელმძღვანელი გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსი ჯერჯერობით...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ამ ეტა...
12:44
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირვ...
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომებ...
თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფებ...
საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემ...
საომარი მდგომარეობის გამო ბაქოს საერთაშო...
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის სა...