სამხედრო

„ღირსეული პარტნიორი 2020“ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მკაფიო მაგალითია - ირაკლი ღარიბაშვილი

ღირსეული პარტნიორი 2020
22:05 18.09
დაკოპირებულია

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა, წარჩინებული სამხედროები კი, საშტატო იარაღით დააჯილდოვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსგავსი წვრთნების საქართველოში ჩატარება და ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა მათ პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.

„აღნიშნული სწავლებით ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის, უხილავი გამოწვევის მიუხედავად, თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო ღრმავდება, ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არიან, პარტნიორებთან ერთად განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნისა და საერთო ღირებულებების დასაცავად. საერთო ღირებულებები არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რასაც ეფუძნება ჩვენი მტკიცე პარტნიორობა. ამ პარტნიორობას სწავლების განმავლობაში მონაწილე ქვეყნების სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული ნდობა კიდევ უფრო მყარს ხდის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობა ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, რაც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა მომავალ წლებში დაგეგმილ მნიშვნელოვან მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებზე, „მტკიცე სულსა“ და ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ლაჩინის დერეფანი ძირითადი პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ძირითად პრინციპებში წერია, რომ იხსნება არ...
23:37 19.10
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლ...
23:04 19.10
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულებმა დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობ...
22:42 19.10
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომ...
22:33 19.10
კორონავირუსის დეზინფექცია COVID 19 - სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის დე...
სამუშაო ადგილზე COVID 19-ით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, სათავსოები, მათ გამოყენებამდე...
21:47 19.10
19:52 19.10
ცერცვაძე: შესაძლოა დადგეს მომენტი და საწ...
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართ...
19:28 19.10
ცერცვაძე: ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსი გ...
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ორი არ...
19:24 19.10
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგ...
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, კატეგორიის „წლის მარკეტინგული კამპანია“ ფინალისტებს შორ...