მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: 5000 ოჯახს ბინები დაუკანონდება

ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრის საათი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების დაკანონების თაობაზე ნინო გოგუაძის დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ პრობლემა მალე გადაიჭრება და გადაწყვეტილება 15 000 ადამიანს შეეხება.

 „ეს საკითხი ნამდვილად იყო წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა, 90-იანებიდან მომდინარეობს. სხვათაშორის, მე არ მინდა სპეკულაციების გაგრძელება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დღეს ძალიან აქტიურობენ პოლიტიკურად, მხილებულნი არიან 90-იანებში ამ ბინების განიავების და სუბიექტურად განაწილების საქმეებში. ჩემი დავალებით კომისიამ იმუშავა უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს საკითხი დავამუშავეთ და გვაქვს სრული მზაობა, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანოთ პროექტი, რომელიც მოიცავს 5 ათასი ბინის დაკანონებას. შესაბამისად, თქვენს მიერ ნახსენები 300 ოჯახი ამ პროექტში მოყვება. ამით გადაიჭრება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა. ეს გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 15 ათას ოჯახს. მათ სრულად შეეძლებათ, რომ კანონის შესაბამისად ისარგებლონ საკუთარი ქონებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.