სამხედრო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი მოვალეობაა ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს და ნატოსთან თავსებადი ძალა გახდეს

თავდაცვის მინისტრი
1609316500
დაკოპირებულია

„თავდაცვის ძალებში ისეთი სტანდარტები შემოვიღე, რომ ამ სტანდარტების გაუარესება ყველას გაუჭირდება, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება ვალდებული და იძულებული, რომ მინიმუმ ეს სტანდარტი შეინარჩუნოს. ჩვენი ჯარისკაცები იმსახურებენ, მართლაც, ყველაფერს საუკეთესოს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნისას ჯარისკაცებისთვის გაცემული ყველა დაპირება, დღეს რეალურ საქმედ არის ქცეული.

ღარიბაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ფონზე 2020 წელი ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოცხადდა და აქცენტი მათი სოციალური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სამხედროების კეთილდღეობაზე, კვებაზე, პირადი აღჭურვილობის განახლებაზე და სხვ. გაკეთდა.

მისი განმარტებით, თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება უწყების გაცხადებული მიზანია და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისას ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობა გათვალისწინებულია.

„ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს და, რაც შეიძლება მოკლე დროში, ნატოსთან თავსებადი ძალა გახდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, თავდაცვის უწყების პროგრესს ქვეყნის პარტნიორები აღნიშნავენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის ერთჯერადი და ყოველთვიური კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მიღებული გადაწყვეტილება იყო. ასევე, მან გადაცემაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებში უწყების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. „ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც უმძიმესი ტრავმები მიიღეს ომებში და მათ ყველაზე ძვირფასი, ჯანმრთელობა შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვას, კიდევ მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ როგორც ფინანსური, ისე ოპერაციების დაფინანსება, პროტეზირება და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის შენობა

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

რუსეთის ქალაქ პერმში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ vesti.ru იუწყება. 

1611820807

„მობილობის შემცირების ტერმინი საზოგადოებას ხშირად არ ესმის ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ოჯახისა და ერთი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეხვდნენ სხვა ოჯახისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

1611820080

როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1611820057

მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1611819719
ტყის ხანძარი გაგრაში

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ ტყის ხანძარი იყო

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის და ოჩამჩირის რაიონებში კვლავ ტყის ხანძარი იყო. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მისმა ფართობმა 40 ჰექტარი შეადგინა.  

აშშ-მა, შესაძლოა, ავღანეთსა და ერაყში შე...

აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა ლოიდ ოსტინმა ავღანეთსა და ერაყში ამერიკის შეიარაღებული ძალების რაოდენობას, შესაძლოა, კვლავ გადახედოს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ ქვეყანაში 2500 ამერიკელი სამხედრო დარჩა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება. 

კახა კუჭავა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასა...

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება.  ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი.

რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები არამედ, ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა. 

რუსთავში ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავე...

პოლიციამ რუსთავში 1993 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა.