სამხედრო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს

თავდაცვის მინისტრი
სიტყვით გამოსვლისას
1609318452
დაკოპირებულია

„თავდაცვის ძალებში ისეთი სტანდარტები შემოვიღე, რომ ამ სტანდარტების გაუარესება ყველას გაუჭირდება, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება ვალდებული და იძულებული, რომ მინიმუმ ეს სტანდარტი შეინარჩუნოს. ჩვენი ჯარისკაცები იმსახურებენ, მართლაც, ყველაფერს საუკეთესოს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა. 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნისას ჯარისკაცებისთვის გაცემული ყველა დაპირება, დღეს რეალურ საქმედ არის ქცეული.

ღარიბაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ფონზე 2020 წელი ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოცხადდა და აქცენტი მათი სოციალური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სამხედროების კეთილდღეობაზე, კვებაზე, პირადი აღჭურვილობის განახლებაზე და სხვ. გაკეთდა.

მისი განმარტებით, თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება უწყების გაცხადებული მიზანია და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისას ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობა გათვალისწინებულია.

„ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს და, რაც შეიძლება მოკლე დროში, ნატოსთან თავსებადი ძალა გახდეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, თავდაცვის უწყების პროგრესს ქვეყნის პარტნიორები აღნიშნავენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის ერთჯერადი და ყოველთვიური კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მიღებული გადაწყვეტილება იყო.

ასევე, მან გადაცემაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებში უწყების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც უმძიმესი ტრავმები მიიღეს ომებში და მათ ყველაზე ძვირფასი, ჯანმრთელობა შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვას, კიდევ მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ როგორც ფინანსური, ისე ოპერაციების დაფინანსება, პროტეზირება და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.