მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გავწერეთ თეორიული რისკები და დეტალური პროტოკოლი

ღარიბაშვილი იმედში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა.

“ჩვენ გავწერეთ თეორიული რისკები და ავუკრძალეთ ჩვენს თანამშრომლებს სამსახურში გამოცხადება. მთელი პროტოკოლი გაიწერა დეტალური, ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. მაქსიმალურად გავამკაცრეთ თვითიზოლაციის პირობებში მყოფი თანამშრომლების მონიტორინგი და მას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. ასევე ბრძანებაში გაიწერა ისიც, რომ თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში, მათ არამხოლოდ სამსახურიდან დავითხოვთ, არამედ შესაძლოა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. იყო გარკვეული შემთხვევები და ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამხედრო პოლიციამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.  

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა როგორც უწყების თანამშრომლების, ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან.

„ასეთ ვითარებაში, როდესაც მთავრობა ასეთი სერიოზულობით, ამხელა ძალისხმევით რეაგირებს, არ შეიძლება, საპასუხო რეაგირება არ მომდინარეობდეს არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისგან, არამედ მოქალაქეების მხრიდანაც. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და სამოქალაქო თვითშეგნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.