სამხედრო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ პანდემიის პირველივე დღეებიდან მაქსიმალური მობილიზებით დავიწყეთ მზადება

ჩვენ პანდემიის პირველივე
დღეებიდან მაქსიმალური
მობილიზებით დავიწყეთ
მზადება
1609313851
დაკოპირებულია

პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე, უჩვეულო გამოწვევებსა და მთავრობის მხრიდან მის ეფექტიან მართვაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „არენაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„წლევანდელი წელი იყო უჩვეულო, გამოწვევების სიმძლავრით, ვინაიდან ეს პანდემია მსოფლიოს დაატყდა თავს და კაცობრიობა ამისთვის მზად არ იყო. საქართველო, რომელიც პატარა სახელმწიფოა შეზღუდული რესურსებით, ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ისევე გამოუცდელი, როგორც დანარჩენი მსოფლიო.

მათ შორის განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოები. ჩვენ წელი თავიდანვე ეფექტურად ვმართეთ და ის პირველი ტალღა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მთავრობას, სახელმწიფოს, ჯანდაცვას დაეგროვებინა გამოცდილება, გაგვეგო თუ რასთან გვქონდა საქმე, ეს პერიოდი წარმატებით გამოვიყენეთ.

ყველა უწყება იყო ჩართული და პრემიერის კოორდინაციით, პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და მთლიანად ხელისუფლება იყო ორგანიზებული, რომ პანდემიის პირველი ეტაპი, ის კრიზისი წარმატებით გვემართა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ასევე აღნიშნა, ჯარის ჩართულობა პანდემიასთან ბრძოლაში.მათი ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა და ჯარში პანდემიის გავრცელების თავიდან აცილება.

„პროცესი შეეხო ყველა სფეროს. რთული მდგომარეობაა ეკონომიკური სოციალური მიმართულებით, მათ შორის ჩვენს უწყებაზეც აისახა. ჯარი თავიდანვე ჩართული იყო პროცესებში. ჩვენ ვმართავდით 85 პუნქტს.

ამ წლის ერთ-ერთი მთავარი პროცესი, პანდემიის გარდა არის არჩევნები, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ მომავალს, ჩვენს და ჩვენი საზოგადოების ბედს განსაზღვრავს. პანდემიის პირველივე დღეებიდან მაქსიმალური მობილიზებით დავიწყეთ მზადება, რომ დაგვეცვა და დაგვეზღვია ჯარი და ჯარისკაცები ამ ვირუსის გავრცელებისგან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა გადაცემა „არენაში“ საუბრისას.

„ყველა ბაზასთან რამდენიმე შრე გავაკეთეთ იმისთვის, რომ პრევენცია მომხდარიყო და არ შესულიყო ჯარში ვირუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჯარის ყაზარმულზე გადაყვანა. ნახევარი ჯარი დისტანციურზე და ნახევარი ჩვენ გვყავდა ყაზარმულზე.

ერთობლივი ძალისხმევით მასობრივი გავრცელება ჯარში არ ყოფილა. ჩვენ ამ მხრივაც შევიძინეთ გამოცდილება, რაც გულისხმობს პანდემიასთან ბრძოლას. ჩვენ ისეთი მიმართულებები, როგორიც არის მაგალითად ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური-რადიაციული ნივთიერებების მიმართულებას განსაკუთრებულ მნიშნველობას დავუთმობთ, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, ისაუბრა ბრიგადებში სამედიცინო დეპარტამენტების გაძლიერებაზე, რაც სამომავლოდ მზადყოფნას გაზრდის.

„ბრიგადებში კიდევ უფრო გავაძლიერეთ სამედიცინო მიმართულება. სამედიცინო დეპარტამენტი აღიჭურვა დამატებითი ტექნიკური ბაზით, გადაიარაღდა და ყველა ეს საშუალება, რომელიც საჭიროა პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ამის მარაგებიც გვაქვს გათვალისწინებული კიდევ უფრო უარეს სცენარებზეც. ეს მართლაც უნიკალური გამოცდილება იყო ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის შენობა

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის და ოჩამჩირის რაიონებში კვლავ ტყის ხანძარი იყო. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მისმა ფართობმა 40 ჰექტარი შეადგინა.  

1611819079

„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს უნდა ვიმსჯელოთ, ეხება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და გამზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურა, სპორტი და ამას დაემატება ახალგაზრდობის მიმართულება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

1611818651

„დადებითობის მაჩვენებელი უკვე მიუახლოვდა 4%-ს და როგორც ჩანს, დღევანდელი მონაცემები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. ამიტომ ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   

1611818062

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. 

1611817489
ნავალნის ძმა დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. 

სუპერმარკეტის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე...

პოლიციამ სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

თბილისის უბნები, სადაც 28 იანვარს ელექტო...

გადაუდებელი სამუშაოების გამო 28 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის, შეიარაღებისა განახლების პროცესზე ისაუბრა, რაც  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას ისახავს მიზნად.