სამხედრო

ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, ადგილზე მოვსინჯოთ ძალები სამხედრო დრონების საწარმოებლად

ღარიბაშვილმა „დაჭრილ
მებრძოლთა თანადგომის
ფონდის“ ანგარიშზე
დაშავებული სამხედროების
ზრუნვის პოლიტიკის
ფარგლებში გატარებულ
ღონისძიებებზე ისაუბრა
1609315417
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ სამხედრო მრეწველობის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მისი განცხადებით, ამ მიზნის მიღწევა ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთისა და აშშ-ის გამოცდილების გაზიარებით არის შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმოების შექმნა არის კარგი და აპრობირებული გამოსავალი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სწრაფი პროგრესი გვქონდეს.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უპილოტო საფრენი აპარატების - დრონების წარმოების განვითარების შესაძლებლობაზე.

„დრონების წარმოებაზეც უკვე დავიწყეთ საუბარი და გვინდა, რომ ადგილზე მოვსინჯოთ ძალები, ვინაიდან ამის გამოცდილება გვაქვს. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ფლობდა და ფლობს ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქარხანას.

მსოფლიოში არის სულ რამდენიმე, ალბათ 20-მდე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. აქ არის 1000-მდე სამხედრო თვითმფრინავი SU-25 გამოშვებული.

ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანაში გვაქვს ქარხანა, რომელიც ახლა „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშ არის - „თბილავიამშენი“, სადაც დავიწყეთ აღმშენებლობა, დავიწყეთ თვითმფრინავების, ვერტმფრენების რემონტი და ამის არ გამოყენება არის დანაშაული. ეს არის უნიკალური ბაზა, სადაც დასაქმებული ხალხი ოქროს ფონდია.

ამას გარდა, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი საავიაციო უნივერსიტეტთან და გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდები და ახალი თაობა გაიზარდოს ძველ, გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ჩვენ პანდემიის პირველივე დღეებიდან მაქსიმალური მობილიზებით დავიწყეთ მზადება

👉 ამ წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მდგრადი და სტაბილური გახდა

პარლამენტის შენობა

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.

1611821037

რუსეთის ქალაქ პერმში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ vesti.ru იუწყება. 

1611820807

„მობილობის შემცირების ტერმინი საზოგადოებას ხშირად არ ესმის ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ოჯახისა და ერთი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეხვდნენ სხვა ოჯახისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

1611820080

როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1611820057
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი

გიორგი გახარია: კორპორატიული მართვის საუკეთეს...

მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1611816643
723 ინფიცირება, 932 გამოჯანმრთელება - ეპ...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აშშ-მა, შესაძლოა, ავღანეთსა და ერაყში შე...

აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა ლოიდ ოსტინმა ავღანეთსა და ერაყში ამერიკის შეიარაღებული ძალების რაოდენობას, შესაძლოა, კვლავ გადახედოს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ ქვეყანაში 2500 ამერიკელი სამხედრო დარჩა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება. 

კახა კუჭავა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასა...

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება.  ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი.

რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები არამედ, ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.