მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარშია

მინისტრი ტრიბუნასთან

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების მომენტში თავდაცვს ძალებში სამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მძიმე ვითარება იყო.

მისივე განცხადებით, ყველა ქართული ბაზა ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია აბსოლუტურად ერთიანი სტანდარტით მოეწყობა.

„ინფრასტრუქტურა ჩვენი ჯარისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო იმიტომ, რომ პრაქტიკულად, წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ყოფილი ხელისუფლებების დროს, ჩატარებული სამუშაოების ხარისხი იყო აბსოლტურად მიუღებელი. რაც მთავარია, მაშინ ხდებოდა ფრაგმენტული მიდგომები. რომელიმე ბაზას ამოიჩემებდნენ, იმას გააკეთებდნენ, რომ ყოფილიყო თვალსაჩინოებისთვის. დაბალი ხარისხი იმაში ვლინდებოდა, რომ თითქმის 2-3 წელიწადში გვიწევდა ბაზებისა და ყაზარმების ხელახლა რემონტი. ჩემი დავალებით, ყველა ბაზა აბსოლუტურად ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ჩვენ იგივე სტანდარტები ავიღეთ, როგორიც ამერიკის, ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების ჯარშია და ერთიანი სტანდარტით ვაკეთებთ ბაზებს, რომ არ იყოს რომელიმე მინისტრის თუ გენშტაბის უფროსის ახირებაზე დამოკიდებული“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს შეიარაღებაზე დაახლოებით 100-დან 120 მილიონამდე დახარჯავს.