სამხედრო

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად

თავდაცვის მინისტრი
01:01 02.10
დაკოპირებულია

„საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას ოთხი ძირითადი ამოცანა აქვს: ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა და ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა.

„საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად და საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი შეესაბამება ნატოს სტანდარტს, რომლის თანახმად თავდაცვას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე ხმარდება და ეს შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაში. აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), გაიზარდა საერთაშორისო წვრთნების მასშტაბები და ჩამოყალიბდა ნატოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი, შეიქმნა და მომავალში განხორციელდება საბრძოლო-საწვრთნელი ცენტრის (CTC) სრულფასოვანი გამართვა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, მისი თქმით, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

„შეერთებულ შტატებთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება; დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ერთობლივი უმნიშვნელოვანესი პროექტი - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP); ქართული ოცნების ხელისუფლების დროს წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით გაორმაგდა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსება და 227 მილიონი დოლარი შეადგინა“, - აღნიშნა მინისტრმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური „პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...