სამხედრო

ირაკლი ღარიბაშვილის მიზანია ჯარის და ქვეყნის გაძლიერება - სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

„დელტამ“ ქართულ ჯარს ჯავშანმანქანები გადასცა
15:01 09.10
დაკოპირებულია

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანის თავდაცვის ძალებისთვის გადაცემას ეხმაურებიან.

მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს ჯარის ავტოპარკის შევსება ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით მოხდა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საჭირო და სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგა, საქმე შეეხება სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორის“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანების თავდაცვის ძალებისთვის გადაცემას.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აღნიშნული არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ჯარის ავტოპარკის შევსება ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით მოხდა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მათი გამოჩენა ლოგიკური და დროული არის, რადგან „დიდგორმა“ და „დიდგორი მედევაკმა“ საკუთარი შესაძლებლობები და კონკურენტებთან უპირატესობა არაერთხელ დაადასტურა. (შეგახსენებთ, რომ „დიდგორი მედევაკი“ უკვე ირიცხება სხვა ქვეყნის, თავდაცვის ძალებში).

გუშინდელი დღე, თავისი მნიშვნელობით აუცილებლად შევა ქართული ჯარის ისტორიაში რადგან, პირველად მოხდა, რომ ადგილობრივმა წარმოებამ შეძლო ქართული ჯარის საჭიროებების დაკმაყოფილება. დელტას ნამდვილად აქვს საკუთარი წარმოების ზრდის და განვითარების შესაძლებლობა, რაც გააძლიერებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ კონკრეტულ საწარმოს, არამედ ქართულ ჯარს და ეკონომიკას, რადგან ქართულ ეკონომიკაში ათეულობით მილიონი ლარი რჩება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომლის ერთადერთ მიზანს ჯარის და ქვეყნის გაძლიერება წარმოადგენს!“- აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
11:38
მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევები განხორციელდა მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამ...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...
00:37
NCDC: ლუგარის ლაბორატორიის სახელით ხალხს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გთ...