მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და თანამედროვე ინვენტარით მოწყობილი გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსიც მოინახულეს, რომელიც უახლესი ინვენტარითაა აღჭურვილი. თავდაცვის მინისტრი ბაზაზე დასრულების ფაზაში არსებულ ლაზარეთისა და სასადილოს კაპიტალური რემონტის მიმდინარეობასაც დააკვირდა.

ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში ვიზიტის ფარგლებში მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახალი სასროლეთის გახსნასაც დაესწრო, სადაც ქვედანაყოფის განახლებული შეიარაღება და აღჭურვილობა დაათვალიერა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გასულ წელს დაიწყო, რისთვისაც 100 მილიონი ლარი გამოიყო. შედეგად, ჯამში 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდა.