მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. იმერეთის რეგიონის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

პრესსამსახურის ცნობით, ლიცეუმის წარმომადგენლები ზუგდიდისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

მათი თქმით, ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ და კადეტებმა - ალექსანდრე გვაზავამ და ელენი ჟორჟოლიანმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო.

ცნობისთვის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან.