სამხედრო

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

როტაცია ავრანეთში
დასრულდა
1596262180
დაკოპირებულია

ავღანეთში, ქაბულისა და ბაგრამის სამხედრო ბაზების შემდეგ როტაციის პროცესი მაზარ-ი-შარიფშიც დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვისსა მინსიტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს, მაიორ პაპუნა ხორავას მეთაურობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა დახვდნენ.მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ქართველი ჯარისკაცები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა. ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან.

საქართველო-ბულგარეთი

საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში გამგზ...

„ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას“, - ამის შესახებ ბულგარეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შეათანხმა - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა Metaratings-ი ავრცელებს. როგორც აღნიშნული ვებგვერდი წერს, მხარეები კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ხვიჩა „რუბინს“ დატოვებს.

1627149094

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საპროტესტო პლაკატები გააკრეს. ამის შესახებ მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

1627146200

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1627143410

„მე თვითონ ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მქონდა გადატანილი და მქონდა ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი. 10 თვის განმავლობაში არც დაკლებულა, მაგრამ მაინც ავიცერი, რადგან დელტა შტამის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი არ არის ძალიან ეფექტური და ვაქცინაციასთან ერთად უფრო ეფექტურია დაცვა“, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე კარდიოლოგმა ნანა გეგეჭკორმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

1627142464
საზღვაო სეტორში
დასაქმებულთა ვაქცინაცია

ნათია თურნავა: საზღვაო სექტორში დასაქმებულთა...

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1627138830
იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კ...

„მოდით ასე შევთანხმდეთ. მე მესმის რომ ეს სენსაციები ჟურნალისტებს გიყვართ ძალიან, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ“, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას თბილისის მერად მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ.

1627129896
„მოქალაქეებს, რომლებიც აცრაზე ვერ დარეგი...

„თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა ტელეფონით ან ვებგვერდით, ამ შემთხვევაში, 37-ვე სამედიცინო დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც გაივლის რეგისტრაციების პირველი ტალღა, იქნება მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავენ, დარეგისტრირდებიან ან შეიძლება, პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვ...

„როდესაც რაღაცას ვერ ამტკიცებ, გამყალბებელი არ უნდა ეძახო ადამიანებს. ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცა იმ დონეზე, რომ მას არჩევნების შედეგები შეეცვალა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.