Pia Logo
სამხედრო

ქართველი სამხედროები რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამშობლოში დაბრუნდნენ

რუმინეთის საჰაერო ძალები
13:35 20.03

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართველი სამხედროები რუმინეთში, წვრთნებში მონაწილეობდნენ, რომელიც აპრილის ბოლოსკენ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებითა და შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული ქმედებებით, ქართველი სამხედროები სამშობლოში კურსის დასრულებამდე სპეციალური რეისით დააბრუნდნენ.

"აღნიშნული, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ნათელი გამოხატულებაა და პარტნიორობის წარმატებული მაგალითია. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწმინდესი და უნეტარესი

კომენდანტის საათის გამო, დღეიდან ტაძრებშ...

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალ...
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი,...
20:57 04.04
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მს...
20:35 04.04
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში 4805-ით 124 632-მდე გაიზარდა, იმავე პ...
20:31 04.04
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსულ პაცი...
20:18 04.04
სამეგრელოს ცხელების ცენტრი სამეგრელოში ე.წ. ცხელების ცენტრები მოეწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში,...
18:24 04.04
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი Covid-19-ი...
ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, კორო...
დავით ჩიხელიძე: პანდემია - ახალი გამოწვე...
"არსებულმა მდგომარეობამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩინეთი არის არასაიმედო პარტნიორი, რ...
17:59 04.04
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუ...
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. 4 აპრილის მონაცემები...