სამხედრო

კოჯორში თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის დროშის გადაბარების ღონისძიება გაიმართა

კოჯორში თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის დროშის გადაბარების ღონისძიება გაიმართა
17:07 31.07
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო დროშა დღეს ახალ მთავარ სერჟანტს გიორგი გოგოჭურს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიაში სიმბოლურად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის თანამდებობრივი უფლებამოსილება წინამორბედმა კობა ცირეკიძემ გადააბარა. მთავარ სერჟანტს საბრძოლო დროშის გადაბარება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი თავდაცვის ძალების ის ხერხემალია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დისციპლინის, გაწვრთნისა და საბრძოლო მოტივაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. გიორგი გოგოჭურს ახალი თანამდებობა მიულოცა ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

გიორგი გოგოჭურმა თავდაცვის ძალებში მსახური 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურით დაიწყო. სხვადასხვა დროს იკავებდა ოცეულის, ასეულის, ბატალიონის და ბრიგადის სერჟანტის პოზიციებს, ასევე იყო JTEC-ისა და აღმოსავლეთ სარდლობის მთავარი სერჟანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომში.

რუსული ვაქცინა

Who: ვაქცინის ყველა მწარმოებელი უნდა მიჰ...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის რუსულ ვაქცინასთან დაკა...
22:55 11.08
„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთან ერთად წარმოადგენ...
21:21 11.08
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზით გამოირიცხა, რომ გიორგის...
21:18 11.08
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მერაბ ამბროსიძის ცხე...
20:49 11.08
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთში განის...
20:45 11.08
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდა...
პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი შაქარაშვი...
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ექს...
კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რ...
თბილისის მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მ...
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპანია „მა...
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფ...