Pia Logo
სამხედრო

"კრწანისში" ახალი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის მშენებლობა დაიწო

კრწანისის ბაზაზე თავდაცვის მინისტრი, 2020
14:51 10.03

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისში", JTEC-ის ტერიტორიაზე ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის (CSTC) შენობის საძირკველში დროის კაფსულა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩადო.

კაფსულაში სიმბოლურად ცენტრის მშენებლობის დაწყების შესახებ დოკუმენტი ჩაიდო, რომელსაც ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მოაწერეს.

"სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი საერთაშორისო და ეროვნული დონის მნიშვნელოვან საშტაბო სწავლებებს უმასპინძლებს. 2022 წელს ცენტრში ნატო-საქართველოს სწავლება გაიმართება. ერთ შენობაში იქნება განთავსებული სწავლების კონტროლი ყველა ელემენტით, რაც სხვადასხვა სახის სწავლების ერთიან სივრცეში გამართვის შესაძლებლობას შექმნის. ახალი ინფრასტრუქტურა საშტაბო სწავლებების კლასიფიცირებულ გარემოში ჩატარებისა და საერთაშორისო სწავლებებში დისტანციურად ჩართვის საშუალებასაც იძლევა. სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი, ასევე უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწმინდესი და უნეტარესი

კომენდანტის საათის გამო, დღეიდან ტაძრებშ...

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალ...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მს...
20:35 04.04
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში 4805-ით 124 632-მდე გაიზარდა, იმავე პ...
20:31 04.04
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსულ პაცი...
20:18 04.04
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში,...
20:06 04.04
საქართველოს მიწვევა საერთაშორისო ონლაინ პანელზე, COVID-19-ის გავრ...
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ს...
დავით ჩიხელიძე: პანდემია - ახალი გამოწვე...
"არსებულმა მდგომარეობამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩინეთი არის არასაიმედო პარტნიორი, რ...
17:59 04.04
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუ...
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. 4 აპრილის მონაცემები...
თელავის მუნიციპალიტეტში ავტომობილს ცეცხლ...
თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდო...