მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში შემავალი გზები მკაცრად კონტროლდება

კორონავირუსის გამო ქუთაისი შესასვლელშ ჯარი დგას

ქუთაისში შემავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადა მკაცრად აკონტროლებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდგე საქართველოს შვიდ ქალაქში შემავალ გზებს დღეს დილიდან აკონტროლებენ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები .

ქალაქ ქუთაისში შემავალ გზებზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ 9 გამშვები პუნქტი მოაწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით აკონტროლებენ მოქალაქეების გადადგილებას.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.