საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ნატოში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა.
მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება და ინტენსიური გახდება.
„ჩვენ ველით, რომ ბაიდენის და ზოგადად, დემოკრატების ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ამ წელს კიდევ უფრო გაიზრდება და მათი მმართველობის დროს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, მეტ ზრუნვას და მხარდაჭერას მივიღებთ“, - აღნიშნა მან.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და ეს პოლიტიკა არათუ შეიცვლება, პირიქით, გააქტიურდება.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და მისი თავდაცვის ძალები მზად არის გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, თუმცა, ამისთვის საჭიროა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი არსებობდეს.
„ნატო მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს საერთო შეთანხმების საფუძველზე და ეს არ არის დამოკიდებული ერთი ან რამდენიმე, მათ შორის უმრავლესობის სურვილზე, მაგრამ ჩვენ გვმართებს გონივრული პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება რაც ადრე არაერთხელ ვახსენე, სტრატეგიული მოთმინება და სტრატეგიული მზაობის პოლიტიკა. ამას ემსახურება ის ტრანსფორმაცია და რეფორმირების პროცესი, რომელიც ჩვენ ჯარში დავიწყეთ.
ყველა ის პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ჯარში მივიღეთ და რომელმაც სერიოზული წინსვლა და პროგრესი განაპირობა ქართულ ჯარში, ემსახურება იმას, რომ თავდაცვის ძალები კიდევ უფრო მეტად თავსებადი გახდეს ნატოსთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„თავდაცვის ძალების მეთაური გენერალი მათიაშვილი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ასევე, ნატოს სხვა წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებთან. შესაბამისად, ჩვენი ყველა რეფორმა თუ ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად თავსებადს ხდის თავდაცვის ძალებს ნატოსთან.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია და ყალბი მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ მოსახლეობას. სწორედ ამას სჭირდება მართვა და გონივრული რაციონალური მიდგომები. სააკაშვილის დროს ჩვენ მაპ-ის მოლოდინთან დაკავშირებით არაერთი იმედგაცრუება ვნახეთ და ეს საბოლოო ჯამში გამოიყენა რუსეთმა. ევროპელი და დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ, რომ წინასწარ ცრუ მოლოდინების გაჩენა და წინასწარი გამარჯვებების ზეიმი არ შეიძლება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა რადიო „იმედთან“ საუბარში.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.
თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.
ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.
იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.