სამხედრო

მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა

მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა
17:39 25.07
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში 24 ივლისს ღამით ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. ბატალიონის სრული შემადგენლობის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს. მე-12 ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსული ვაქცინა

Who: ვაქცინის ყველა მწარმოებელი უნდა მიჰ...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის რუსულ ვაქცინასთან დაკა...
22:55 11.08
„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთან ერთად წარმოადგენ...
21:21 11.08
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზით გამოირიცხა, რომ გიორგის...
21:18 11.08
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მერაბ ამბროსიძის ცხე...
20:49 11.08
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთში განის...
20:45 11.08
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდა...
პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი შაქარაშვი...
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ექს...
კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რ...
თბილისის მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მ...
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპანია „მა...
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფ...