მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებს 860 ქართველი სამხედრო მოსამსახურეც - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე

„ქედს ვიხრი ქართველი სამხედროების წინაშე, რომლებმაც ამ საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ღირსეული წვლილი შეიტანეს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ავღანეთში ქართული ჯარის მისიის დასრულებას.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ის ქედს იხრის ქართველი სამხედროების წინაშე, რომლებმაც ამ საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ღირსეული წვლილი შეიტანეს:

„ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის მისიის ეტაპობრივად დასრულებისა და საჯარისო შენაერთების ავღანეთის ტერიტორიიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებს 860 ქართველი სამხედრო მოსამსახურეც. საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2004 წელს ჩაერთო და ბოლო 10 წლის მანძილზე აღნიშნული მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო. ქედს ვიხრი ქართველი სამხედროების წინაშე, რომლებმაც ამ საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ღირსეული წვლილი შეიტანეს. განსაკუთრებულ პატივს მივაგებ იმ გმირ სამხედროებს, ვინც მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის თავი გასწირა“, - აღნიშნავს მდინარაძე.