მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო

სამხედრო წვრთნა

ოკუპირებულ აფხაზეთში საბრძოლო მზადყოფნის დაუგეგმავი შემოწმება დაიწყო, რაშიც მონაწილეობას 3 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე იღებს. ამის შესახებ „რია-ნოვოსტი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, პროცესში ჩართულია 500 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება.

მოულოდნელი სწავლების შესახებ 17 ივლისს გახდა ცნობილი, რომელიც 21 ივლისამდე გაგრძელდება.

შემოწმებაში მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო დანაყოფების ძალები, ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითები, ასევე საჰაერო-სადესანტო ძალები.

„სასწრაფო სწავლებები ტარდება იმისთვის, რომ შეფასდეს სამხედრო მმართველობის მზაობა, დაიცვას სახელმწიფოს სამხრეთ-დასავლეთის უსაფრთხოება, სადაც შენარჩუნებულია ტერორისტული სახის საფრთხეები“,- აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.