სამხედრო

რატომ გეგმავს თავდაცვის სამინისტრო ჩოხა-ახალუხების შესყიდვას

სამინისტროს შენობის გარე
ფასადი
1589306232
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული შესასყიდი 80 (ოთხმოცი) კომპლექტი ჩოხა-ახალუხი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისთვისაა განკუთვნილი.

უწყების ინფორმაციით, ჩოხა-ახალუხი, რომელიც ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულს აცვია 7 წელზე მეტია არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარების ვადა 5 წელია.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ ზოგიერთი მედია საშუალების მიერ ამ თემით სპეკულირებს და ცდილობს საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანის შეცდომაში.

„მოგეხსენებათ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებობს დანაყოფები, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციალური ფორმა, საკუთარი უფლებმოსილების განსახორციელებლად. ერთ-ერთ ასეთ დანაყოფს წარმოადგენს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული, რომლის ფუნქციებშიც შედის, უმაღლესი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრა-გაცილებისას და სხვადასხვა სახის დღესასწაულზე, საზეიმო და სამხედრო ცერემონიალების ჩატარება, საზოგადო მოღვაწეების და მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონიალით უზრუნველყოფა და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე საპატიო განწესის შესრულება და გვირგვინით შემკობის ცერემონიალის უზრუნველყოფა. რაც შეეხება ტენდერის ვადებს, აღნიშნული შესყიდვა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ გასულ წელს. 2019 წლის 28 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი, თუმცა მონაწილე პრეტენდენტებმა ვერ შეძლეს სატენდერო მოთხოვნების დაკმაყოფილება. საპატიო ყარაულის საჭიროებიდან გამომდინარე, საქონლის შესყიდვის პროცედურები გაგრძელდა 2020 წელს, რაზედაც გამოცხადდა აღნიშნული განმეორებითი ტენდერი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 26
იანვარი 2021 წ.

ნაკადულზე წაქცეული ხე, მოხეტიალე ქვიშის...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი პოლიტპატიმრების თემას გამოეხმაურა.

1611682448

პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1611681086

„საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ანალოგიურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რისი ნათელი დადასტურებაც არის ირაკლი კობახიძის მეორედ არჩევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

1611680399

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს:

1611679965
საგარეო უწყების
ხელმძღვანელი

დავით ზალკალიანს COVID-19 დაუდასტურდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს COVID-19 დაუდასტურდა.

1611679034
მარიამ ქვრივიშვილი: სწრაფად და სრულფასოვ...

„ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო დავებზე და იმ ვალდებულებებზე, რომელიც შედეგად დაეკისრა რუსეთის ფედერაციას“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის...

2021 წლის 26 იანვარს გაიმართა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სარესტორნო ბიზნესისა და ზამთრის კურორტებ...

სამსაათიანი შეხვედრა ​მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის დასრულდა.