მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის საზღვაო ძალებს ზებგერითი იარაღი დაემატება

რუსულ საზღვაო ძალებს ზებგერითი იარაღი დაემატება

სანკტ-პეტერბურგში საზღვაო აღლუმის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საზღვაო ძალები 40 ახალ ხომალდს მიიღებს. განსაკუთრებული სიახლე კი ზებგერითი რაკეტები იქნება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ჰიპერსენსორულ სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსულ საზღვაო ძალებში დაინერგება, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„წელს საზღვაო ძალები ორმოც სხვადასხვა კატეგორიის ხომალდს მიიღებს. ჩვენი უპირატესობა მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით მიიღწევა, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ესაა ჰიპერსენსორული დარტყმის სისტემები, რომლებიც თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა“,- განაცხადა ვალდიმერ პუტინმა.

მისი თქმით, რუსული საზღვაო ძალების აღჭურვილობა საუკეთესო კრეისერებისგან, უახლესი თვითმფრინავებისა და მარავლი დანიშნულების წყალქვეშა გემებისგან შედგება.