სამხედრო

საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.
12:36 პარ. 13 ნოემბერი
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, FORD TRANSIT-ის ტიპის 20 ერთეული ახალი მიკროავტობუსი და IVECO-ს ტიპის 7 ერთეული სპეციალიზირებული მანქანა-მაცივარი შეისყიდა. ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. ახალი ავტომობილები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავებული გეგმის შესაბამისად გადანაწილდება.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა.

მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“ - ის, იტალიური „IVECO“ - ს და ამერიკული „FORD“ - ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეისყიდა Toyota Land Cruiser ტიპის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებები, Toyota Hilux ტიპისა და FORD Ranger-ის ტიპის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპები“. ჯამში, თავდაცვის სამინისტროს 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეემატება.

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
როგორც სატელევიზიო ეთერში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმის ფონზე, როდესაც კოვიდინფექციის საწინააღმდე...
21:35
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადე...
21:14
[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg]მგლოვიარეები პრეზიდენტის სასახლის წინ მარადონას ცხედრის ნახვას...
21:09
როგორც სატელევიზიო ეთერში გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ლოკდაუნი“ კოვიდინფიცირებულების სწრაფი გამოვლენისა...
21:00
ხანძარი ძიუდოს აკადემიაში

ძიუდოს აკადემიაში ხანძარი ლიკვიდირებულია

„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ ალი მაღლა ავიდა“, - აცხადებს ადგილობრივი. ამ დროისთვის ხან...
თურნავა: შეზღუდვები შეეხება კონკრეტულ ქა...
მისი თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა სახეზეა, თუმცა იქნება ლოკალური, წე...
„შავი პარასკევი“ „მიჰაუსშიც“ გათენდება!
„შავი პარასკევის“ ფარგლებში „მიჰაუსი“ უამრავი დასახელების პროდუქციაზე აცხადებს ს...
გიორგი გახარია: ყველას მიზანია, რომ პარლ...
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი არის საქართველოს მო...