სამხედრო

საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება

ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება
12:57 29.09
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციიტ, ამჯერად, თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 160 ერთეული FORD Ranger-ის ტიპის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპი“ შეისყიდა.

„ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა.

ახალი ავტომობილები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავებული გეგმის შესაბამისად გადანაწილდება.

მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“ - ის, იტალიური „IVECO“ - ს და ამერიკული „FORD“ - ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას იძენს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
საავადმყოფოს დერეფანი კოვიდინფიცირებულებიდან 429 პაციენტი მძიმე მდგ...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას...
11:58
ალიევი: ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, მზ...
„ეს ბევრჯერ მითქვამს. დღეს ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - ამი...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...