სამხედრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს თავდაცვის
მინისტრს ახალი მოადგილე
ჰყავს
1619017085
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარუდგინა და უწყებაში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ გიორგაძე პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. შესაბამისად, თავდაცვის უწყებაში ის იურიდიულ დეპარტამენტს გაუწევს კურატორობას.

მისი საკურაციო მიმართულებები იქნება ასევე, ადამიანური რესურსები და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS). აღნიშნულ სფეროებს თავდაცვის სამინისტროში რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

გრიგოლ გიორგაძეს იურიდიული განათლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში აქვს მიღებული. ის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტიცაა.

თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გრიგოლ გიორგაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო საწარმოს „შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოადგილედ და სამინისტროს საპარლამენტო მდივნად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ასევე სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. მას სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებსა და კონფერენციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

პარალელურად, გრიგოლ გიორგაძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, ასევე ქართული სამართლისა და რომის სამართლის ისტორიის საკითხებზე ლექციებს კითხულობს.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

პარლამენტის წევრი, „გირჩის“ წარმომადგენელი ვახო მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა.

1620635301

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, დღეს „ასტრა-ზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1620634784

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერესების დამცველი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელია დღეს გათავისუფლდება.

1620634153

„რუსეთის გამო ორმაგ სირცხვილს განვიცდი, რადგანაც ის საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა“. ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მიხეილ კოჟუხოვმა „ფეისბუქში“ დაწერა. ინფორმაციას vz.ru ავრცელებს.

1620633774
საქართველოს პრეზიდენტმა
ჩრდილოეთ მაკედონიაში
ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიან...

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენი...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსი...

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.