სამხედრო

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-8 როტაცია დაიწყო

საქართველოს თავდაცვის
მზადყოფნის პროგრამის მე-8
როტაცია დაიწყო
1612680093
დაკოპირებულია

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-8 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა მიმართა, სწავლების დაწყება მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ოფიციალურად ჩაერთო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP).

მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი აღნიშნულ სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გაივლის. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მოემზადება.

სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე საბრძოლო სროლებსა და წვრთნების მენეჯმენტს დაეუფლებიან.

ბატალიონს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრთან ერთად ამერიკის არმიის ინსტრუქტორები მოამზადებენ. მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა მზადყოფნის პროგრამაში ჩართვამდე, 6 თვიანი წინამოსამზადებელი სწავლება სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიარა. სწავლება 2021 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

1614247744

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1614247682

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.

1614247492

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების  მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.

1614247233
ვაქცინაცია ლიბანში

კორონავირუსისგან დეპუტატების რიგგარეშე აცრის...

პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება. 

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრ...

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მ...

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. 

ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო...

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.