სამხედრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა
18:55 29.05
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჯარის კაცების კვებასთან დაკავშრებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის უშუალო მითითებით, თავდაცვის სამინისტროს, სამხედროებისთვის განკუთვნილი ყველა პროდუქციის, მათ შორის ხორცის, ხარისხის კონტროლი და შემოწმება გამკაცრებული აქვს.

ამასთან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მედიის ქმედებას ქართული ჯარის წინააღმდეგ მკვეთრად ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის მატარებელს უწოდებს.

„ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია ჯარის გაუყინავი, ქართული, დარბილებული ღორის ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით და თითქოს თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იმ კომპანიისგან, რომლის ერთ-ერთი მეწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას და ცდილობს დამატებითი წვლილი შეიტანოს იმ ორკესტრირებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაში, რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მიმართ ხორციელდება მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა და სიახლეების საპასუხოდ. აღნიშნული ქმედება ქართული ჯარის წინააღმდეგ ატარებს მკვეთრად ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს და ამაოდ ცდილობს, შეარყიოს ის დიდი საზოგადოებრივი ნდობა ჯარის ინსტიტუტის მიმართ, რაც ბოლოს კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევით, სადაც მას მოსახლეობის 87% ყველაზე მეტად ენდობა.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ესა თუ ის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მათ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით და თავდაცვის სამინისტრო ამ პროცესში ჩართულია მხოლოდ სატენდერო პირობების დადგენის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ თავის მხრივ შესყიდვების სააგენტო მოქმედებს იგივე კანონმდებლობით, რითაც ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების შემთხვევაში. სწორედ, აღნიშნული პროცედურების სრული დაცვით გაიმარჯვა მოცემულმა კონკრეტულმა კომპანიამ სახელმწიფო ტენდერში, რომლის მეწილეებიდან ერთ-ერთი, გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. აქედან გამომდინარე, ორმაგი მოქალაქეობის არსებობა ვერ იქნება ტენდერში მონაწილეობისთვის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნული მედია კამპანია მიმართულია თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების წინააღმდეგ.

რაც შეეხება სპეკულაციებს უშუალოდ პროდუქციაზე, აღნიშნული ნედლი ღორის ხორცი წარმოებულია საქართველოში და არის უსაფრთხო. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს, მინისტრის უშუალო მითითებით, გამკაცრებული აქვს სამხედროებისთვის განკუთვნილი ყველა პროდუქციის, მათ შორის ხორცის, ხარისხის კონტროლი და შემოწმება.

ბოლოს გვინდა განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს, როგორც გარე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სუბიექტების ტყუილში მხილებას და საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ზღვაზე დასვენება

როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობ...

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქ...
ფოთში 43 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან სა...
18:02
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აბიტურიენტები დალოცა. „იწყება ეროვნული გამოცდები...
17:52
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ...
17:14
60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი. რ...
16:57
პოლიციის შენობა მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-...
მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გ...
კოჯორში გეგმიური სიტუაციური საველე შეკრე...
საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ და...
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ პა...
ჯანდაცვის სამინისტრომ დასვენებისა და გართობის პარკებში ატრაქციონების ოპერირებისთ...
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის...
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიც...