სამხედრო

საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება

შს მინისტრი
18:25 04.10
დაკოპირებულია

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მაღალი დონის სამთო სწავლება დასრულდა, რომლის დახურვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსი“ ქართული და ფრანგული მხარეებისთვის უპრეცედენტო სწავლება იყო - მაღალი დონის სამთო სწავლება პირველად ჩატარდა ქართული მხარის ხელმძღვანელობით და ასევე, პირველად საფრანგეთის სამთო ჯარების ისტორიაში, ფრანგმა სამხედროებმა სამთო მომზადება სხვა ქვეყანაში გაიარეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ და ფრანგ სამხედროებს „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსის“ წარმატებით დასრულება მიულოცა და სამთო მიმართულების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, სამთო მომზადების სკოლა ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და წარმატებული სამხედრო თანამშრომლობის სიმბოლოა და მისი სამთო პროფილიდან გამომდინარე, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის წვრთნებისა და განათლების მრავალ ცენტრს შორის უნიკალურია.

სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, დღესვე, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, საფრანგეთის მხრიდან ქართული სამთო სკოლისთვის თითქმის მილიონი ლარის ღირებულების სამთო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აღჭურვილობის გადაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამინისტროს შორის გრანტის შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. დოკუმენტს ხელი საფრანგეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა მოაწერეს.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ დანი პიტს უწყებრივი ჯილდო „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. კურსდამთავრებულებს კი, შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური „პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...