არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
ცნობისთვის, სამი წლის წინ 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა.
23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
ინფორმაციისთვის, უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.
„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“.
24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.