სამხედრო

სამხედრო მზვერავებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

სამზედრო მზვერავებმა
პროფესიული დღე აღნიშნეს
1605714972
დაკოპირებულია

თავდაცვის ძალებმა სამხედრო დაზვერვის დღე სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში  სპეციალური საჩვენებელი სწავლებით აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც სამხედრო მზვერავებს პროფესიული დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ მიულოცა. მან ღინისძიებაზე წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები საპატიო სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

სამხედრო მზვერავებმა პროფესიულ დღეს ხელჩართული ბრძოლისა და ტემაშივარის (მტვრევის ხელოვნება) ელემენტებიც წარმოადგინეს, საქართველოს დროშა კი, „ხორუმის“ შესრულებისას აღმართეს.

იუბილესთან დაკავშირებით მე-2 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საჩვენებელი სწავლება - რეიდის ოპერაცია წარმოადგინა. სცენარის მიხედვით, დაზვერვის ასეულის დავალება დივერსიული ჯგუფის განადგურება იყო, რომლის მიზანსაც დესტაბილიზაციის მოწყობა წარმოადგენდა. პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და იზოლირების შემდეგ, მზვერავები მის გასანადგურებლად შენობაში შევიდნენ და მოწინააღმდეგე გაანეიტრალეს.

სამხედრო დაზვერვის შემადგენლობა სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში, ასევე თანამშრომლობს ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობის გამყარების სფეროში.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების სწავლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

1623673168

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მშობელთა სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ორსულებისა და მათი ოჯახის წევრების ცოდნის ამაღლებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1623671961

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ ზაზა გახელაძის საკითხს გამოეხმაურა.

1623671926

ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით მორიგი დადებითი ინფორმაცია გვაქვს - კერძოდ, მაისის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა (44.9%) დაფიქსირდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მაისის თვეში საგარეო ვაჭრობის მონაცემების შესახებ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

1623671654
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე
Pia.ge

ზურაბ ქადაგიძე: სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის შს...

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და პირველი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მისი უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგი იყო ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან ისეთი პატიმრების განთავისუფლება, რომლებსაც უვადო თუ 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

„ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის...

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი.

დავით ზალკალიანი: საქართველოს პრემიერ-მი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

ელექტროენერგია საქართველოს უდიდეს ნაწილს...

14 ივნისს, 14:00 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს რამდენიმე რეგიონს შეუწყდა.