სამხედრო

სამხედროებმა ამერიკული ხელის ტყვიამფრქვევის M-249 ექსპლუატაციის კურსი დაასრულეს

სამხედროებმა ამერიკული ხელის ტყვიამფრქვევის M-249 ექსპლუატაციის კურსი დაასრულეს
14:02 ხუთ. 19 ნოემბერი
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ამერიკული წარმოების ნატოს 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევებით უკვე აღიჭურვა. საერთო საჯარისო ცენტრში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური მომზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს, სადაც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მათ ტყვიამფრქვევის სათანადოდ გამოყენების მიზნით თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.

პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, სწავლების მონაწილეები 100-დან 600 მეტრამდე დისტანციაზე სასწავლო სროლის სავარჯიშოებს კრწანისის პოლიგონზე ერთი კვირის განმავლობაში ასრულებდნენ. აღნიშნული ტიპის ტყვიამფრქვევი ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებსა და ბრძოლის ველზე მოქმედების ეფექტურობას ზრდის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე არსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას ემსახურება.

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
14:31 ხუთ. 26 ნოემბერი
სააკაშვილმა მიღებულ გადაწყვეტილებას „სრულიად აბსურდული“ უწოდა. „სრულიად აბსურდული, არალოგიკური და თ...
22:40 ხუთ. 26 ნოემბერი
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ზე ტესტი 265 ადამიანს ჩაუტარდა. ე.წ. ოპერატიული...
22:27 ხუთ. 26 ნოემბერი
ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პირების უმრავლესობა ასიმპტომურია. „დღეს ჩვენ თუ გვაქვს 3000-...
22:03 ხუთ. 26 ნოემბერი
როგორც სატელევიზიო ეთერში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმის ფონზე, როდესაც კოვიდინფექციის საწინააღმდე...
21:35 ხუთ. 26 ნოემბერი
თბილისის მერიის ფასადი

თბილისის მერია: მეტროს შეჩერების გადაწყვეტილე...

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადე...
21:14 ხუთ. 26 ნოემბერი
19:02 ხუთ. 26 ნოემბერი
მსოფლიო მარადონას გლოვობს (ფოტოგალერია)
25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში საკ...
18:44 ხუთ. 26 ნოემბერი
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრადლე...
საერთო ჯამში სამხედრო გადატრიალების საქმის ფარგლებში თურქეთში 55 ათასი ადამიანია...
17:45 ხუთ. 26 ნოემბერი
ნათია თურნავა: სოციალური და ბიზნეს დახმა...
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცა...