სამხედრო

საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა

ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გახსნეს
15:54 16.10
დაკოპირებულია

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ახალი შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნეს.

მინისტრები ახალი საამწყობრო საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნენ და განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. 3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ქვეყნის საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება.

„ახალი საამწყობრო საწარმო საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც დაათვალიერეს, რომლებიც „დელტასა” და „თბილავიამშენში” სტაჟირებას გადიან. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, „თბილავიამშენსა“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აგვისტოში გაფორმდა, რაც ყოველწლიურად დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე ახალ საამწყობრო საწარმოში საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების რემონტი მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მი-24-ების გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1 „იროკეზის“ ტიპის და L-39 სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების რეაბილიტაცია და განახლება.

უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე პარალელურ რეჟიმში ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - საფრენი აპარატების ავზებისა და რეზინის ნაკეთობების საწარმოს კაპიტალური რემონტი, თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სამრეცხაო უბნის მშენებლობა-მოწყობა, სხვადასხვა საამქროების მაღალი ხარისხის სახურავებით გადახურვის პროცესი და სხვა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
საავადმყოფოს დერეფანი კოვიდინფიცირებულებიდან 429 პაციენტი მძიმე მდგ...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას...
11:58
ალიევი: ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, მზ...
„ეს ბევრჯერ მითქვამს. დღეს ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - ამი...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...