სამხედრო

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია” განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის ძალების ოთხ
ოფიცერს ბრიგადის
გენერლის უმაღლესი
სამხედრო წოდება მიენიჭა
1613732782
დაკოპირებულია

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია სამხედროებისათვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს ხარისხის მკაცრ კონტროლსა და ყველა ტიპის გადაცდომაზე შესაბამის რეაგირებას, - ამის შესახებ ინფორმაციას შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია“ ავრცელებს. 

 

„როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტროში, სამხედროებზე ზრუნვა და მათი უმაღლესი სტანდარტების პროდუქციით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. აღნიშნული პოლიტიკა კვებითი უზრუნველყოფის თვალსაზრისით გულისხმობს სამხედროების მრავალფეროვანი და საუკეთესო ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფას.

ამ გზაზე გატარებულ ღონისძიებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები, რაც აგრეთვე გულისხმობს კვების ხარისხში შესაძლო პრობლემების აღმოფხვრისა და დარღვევების პრევენციის მიზნით ნებისმიერი ტიპის მცირე ხარვეზზეც კი კანონით გათვალისწინებუ მკაცრ რეაგირებას.

აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, გატარებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, ცალკეული კომპანიები კვლავ ცდილობენ უგულვებელყონ დაწესებული მაღალი სტანდარტები და შესაბამისად სახელმწიფო კვების კომპანიას უწევს მკაცრი ზომების გატარება.

კერძოდ, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“-ს მიერ ყველის შესყიდვის თაობაზე, გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ვანი როქს“, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. თუმცა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მხრიდან არაკეთილსინდისერი ქმედებისა და ასევე ტექნიკური პარამეტრების შეუსაბამობის გამო, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-მ მიმართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ შპს „ვანი როქს“-თან კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 2021 წლის 20 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

მოცემული განცხადება წარმოადგენს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“პოლიტიკას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით,ყველა ტენდერთან და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, შედგეს ჯეროვანისაჯარო და პროაქტიური კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს ფაქტებით მანიპულაცია დასაზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. 

1614248548

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614248446

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

1614247744

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1614247682
განათლების საერთაშორისო
ცენტრის
კურსდამთავრებულთა
ორგანიზებით
საგანმანათლებლო პროექტი
განხორციელდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებ...

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.

„ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს...

„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„პოლიტპატიმრები მელია და რურუა უნდა გამო...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“. 

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრ...

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.