მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა პირად მცველთა კურსი გაიარეს

პირადი დაცვის სამსახურის კურსები

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა უმაღლეს პირთა დაცვის ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში საჭირო ინფორმაცია მიიღეს, პირადი მცველის პროფესიული უნარები განავითარეს და პრაქტიკული მეცადინეობები შეასრულეს. ისინი ინდივიდუალური მცველის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებსაც გაეცნენ.

კურსის ფარგლებში მსმენელები დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით, ავტომობილისა და ოთახების დათვალიერების ტექნიკას დაეუფლნენ.