სამხედრო

სპეციალური ოპერაციების კომპონენტის საჩვენებელი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში

ღირსეული პარტნიორი 2020
10:18 14.09
დაკოპირებულია

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - კონტრტერორისტული ოპერაცია - რეიდი ვაზიანის სასწავლო ბაზაზე ჩატარდა. სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების უსაფრთხოებას სნაიპერული ჯგუფები, ხოლო ჰაერიდან - ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩი“ უზრუნველყოფდნენ, სამედიცინო ევაკუაცია კი, ამერიკულმა მედევაკმა „შავმა ქორმა“ განახორციელა.

სწავლებაში ჩართული იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „მეომარი“ და პოლონეთის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა „ოშკოში“. საჩვენებელი სწავლება ამერიკული „აპაჩების“ მიერ მოწინააღმდეგე მხარის საგუშაგო პოზიციების განადგურებით დაიწყო, რის შემდეგაც ქართველი და პოლონელი სამხედროებით
დაკომპლექტებული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები საბრძოლო ჯავშანმანქანებით ობიექტზე შევიდნენ და შენობაზე იერიში განახორციელეს. ერთობლივი ოპერაციის შედეგად სპეციალური ძალების ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.

სცენარის მიხედვით, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელსაც ადგილზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების მიზნით კი, დაჭრილი სამხედროს ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში ამერიკული მედევაკით „შავი ქორი“ განხორციელდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დებატებში, სადაც „ქართული ოცნება“ არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას...
38 წუთის წინ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ამ ეტა...
46 წუთის წინ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 6 მშვ...
47 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 200-დან ზემოთ, 400-500-ს შორის იმერ...
52 წუთის წინ
სომხეთის დროშა სომხეთის თავდაცვის მინისტრი: აზერბაიჯანის მხრ...
აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, დაბომბვის საფრთხის წინაშე აგრ...
52 წუთის წინ
ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქც...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე...
12 ოქტომბრიდან ბაღებში, 19 ოქტომბრიდან უ...
12 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირ...
გეგა შენგელია: ზუგდიდში წლის ბოლომდე 70-...
ქალაქ ზუგდიდში 50-მდე გზა რეაბილიტირდა. ასევე, იწყება მერაბ კოსტავას ქუჩის 2-კილ...