სამხედრო

თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხედრო ფეხსაცმლით სრულად აღიჭურვა

სამხედროების ბათინკები
1594306577
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგების პროცესი წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული სამხედრო ფეხსაცმლით. თავდაცვის ძალების საწყობებში მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის მარაგები შეიქმნა.  უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ფეხსაცმელი ევროკავშირში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოშია წარმოებული. 

„თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სამხედროები უმაღლესი სტანდარტის ფეხსაცმელით არიან უზრუნველყოფილნი. წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია ევროკავშირში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

პირბადიანი გოგო

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებ...

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

1624346441

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი კონსტიტუციის შეცვლის და ქვეყნის მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას უჭერს მხარს. ამის შესახებ news.am იუწყება.

1624345647

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ძალების მობილიზებას აძლიერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

1624345560

„გიორგი გახარია „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის და ამ პარტიის თავმჯდომარისთვის გადადგა. დავანებოთ თავი ინფორმაციას და შეფასებებს, ლოგიკასაც დავანებოთ თავი, ფაქტი ის იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში გახარიამ თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

1624345469
ბორკოლების დადება

პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული თ.კ. ხონში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს დეოკუპაციის კომისიას სოხუმში...

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ დეოკუპაციის კომისიას სოხუმში „უსარგებლო ინიციატივას“ უწოდებენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ვახტანგ გომელაური საქართველოში გაერთიანე...

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

თსუ-სა და ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეი...

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა ვიქტორ ყიფიანმა მოაწერეს. ინფორმაციას თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.