მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალები ყაზარმულ რეჟიმში რჩებიან

კრონავირუსის გამო სამხედროები ყაზარმულში რცებიან

საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გადაადგილების კონტროლის პუნქტების მორიგეობიდან დაბრუნებული სამხედროები დისლოკაციის ადგილებზე შესვლამდე მუდმივად გადიან თერმოსკრინინგს, უტარდებათ ფორმისა და აღჭურვილობის დეზინფექცია, შემდეგ კი, ურიგდებათ ხელთათმანები და პირბადეები.

უწყების ცნობით სამხედრო ნაწილის დატოვებამდე ძალოვანები და მათი ეკიპირება კიდევ ერთხელ მოწმდება. შემდეგ კი, ჯარისკაცები გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე ინაცვლებენ და სამართალდამცავებთან ერთად იწყებენ ავტოსატრანსპორტო მოძრაობის კონტროლსა და დეზინფექციას, მგზავრებს კი, ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას უტარებენ.

ბლოკპოსტებიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს ნაწილებში დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა პირობა აქვთ. თავისუფალ დროს მათ მაგიდის ჩოგბურთითა და კომპიუტერული თამაშებით სარგებლობაც შეუძლიათ.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქრთველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 21 მარტს ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა კომენდანტის საათი და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მიმდინარეობს.