სამხედრო

თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები კაპიტალურად გარემონტდება

თავდაცვის სამინისტროს მოიერიშე შვეულმფრენები
16:22 10.10
დაკოპირებულია

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, წელს პირველად, ქართველი სპეციალისტების მიერ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბრძოლო შვეულმფრენები სრულად აღდგება და გარემონტდება. ამის შესახებ ინფრომაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოიერიშე შვეულმფრენები თბილისის საავიაციო ქარხანაში უკვე განთავსდა. კაპიტალური რემონტი 5 მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენს ჩაუტარდება. ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო საზოგადოება თამ „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად იმუშავებენ.

საავიაციო ქარხანამ ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენები გაარემონტა და შეაკეთა, რის შედეგადაც ქართველ სპეციალისტებს აღნიშნული ტიპის შვეულმფრენზე მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.

ასევე, ჩატარდა „დელტას“ კუთვნილი სარემონტო საამქროებისა და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რემონტი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტება.

მოიერიშე შვეულმფრენების კაპიტალურად გარემონტება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2019 წლის დეკემბერში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებებს, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსებს, საფრენ აპარატებს და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მი-24-ების გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულფრენების მი-8 მტვ, UH -1-ების და სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება.

უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.

ინფორმაციისთვის, საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს მიზნად.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავრცელებს. უკრაინელებ...
13:28
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
ვითარება მთიან ყარაბაღში სომხური მხარე: აზერბაიჯანი მშვიდობიანი დასახლ...
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
ალიევი: ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, მზ...
„ეს ბევრჯერ მითქვამს. დღეს ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - ამი...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...