სამხედრო

თავდაცვის ძალების მეთაურმა დეპუტატებს უმასპინძლა

თავდაცვის ძალების
მეთაურმა დეპუტატებს
უმასპინძლა
1617794720
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ აზარაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტუმრებს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსებმა ყურადღება განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილეს.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სტრუქტურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. თავდაცვის უწყებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

თავდაცვის ძალების მეთაურმა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზებსა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში JTEC-ში და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ.

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.