მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა  9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოადგილეებთან და მთავარ სერჟანტთან ერთად, 9 აპრილის  მემორიალი ყვავილებით შეამკო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ. 

სამხედროებმა

სამხედროებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა.

მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.