მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს, 14 აგვისტოს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი გაიარეს და სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ივნისიდან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ.

საზეიმო ცერემონიალზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, ასევე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა მიმართეს და თავდაცვის ძალების სრულუფლებიან წევრებად გახდომა მიულოცეს.