მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალებს ახალი ავტომობილები გადაეცა

ორხევის ბაზას ახალი ავტომობილები გადაეცა

ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს ახალი ავტომობილები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართველი სამხედროები Toyota Hilux ტიპის პიკაპითა და Toyota Land Cruiser ტიპის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლებენ.

ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას.

ახალი საავტომობილო ტექნიკის მიწოდება თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებულ მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება. მათ შორისაა მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიები - გერმანული MAN, იტალიური IVECO და ამერიკული FORD.

პროექტი ჯარის სპეცტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სპეც-ტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.

akhali-avtomobilebi-jars_o_h.jpeg