სამხედრო

თავდაცვის ძალებს ქართული „დელტას“ წარმოების ჯავშანმანქანები გადაეცა

თავდაცვის ძალებს გადაეცა
14:22 08.10
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. მისი განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები „დიდგორი“ კი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
საავადმყოფოს დერეფანი კოვიდინფიცირებულებიდან 429 პაციენტი მძიმე მდგ...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას...
11:58
ალიევი: ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, მზ...
„ეს ბევრჯერ მითქვამს. დღეს ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - ამი...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...