საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა, მათ შორის IVECO-ს ტიპის საწვავმზიდები, მაღალი გამავლობის IVECO-ს და MAN-ის ტიპის სატვირთო ავტომობილები შეისყიდა.
ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა.
ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყობს. აღნიშნული პროცესი გრძელდება და მიღებული სატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში არსებული გეგმის შესაბამისად.
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.
მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.
პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.
მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.
სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 113 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.