მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის მინისტრი ადლიაში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ადლია

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მოადგილესთან, ზურაბ აზარაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე ყაზარმების, საქვაბის, საკონტროლო გამშვები პუნქტის და სპორტული დარბაზის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, აქტიურ პროცესშია სველი წერტილების სრულად აღჭურვა და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობა. ტერიტორიაზე დასრულებულია სტადიონის მშენებლობა და კეთილმოწყობა. უახლოეს პერიოდში გარე განათების სრული რეაბილიტაცია მოხდება და კეთილმოეწყობა ბაზის ტერიტორია